ანკარაში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმეს მთავრობის წევრებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ანკარაში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმეს მთავრობის წევრებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

435056
ანკარაში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმეს მთავრობის წევრებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ანკარაში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმეს მთავრობის წევრებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

პრემიერ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, უკან არ დაიხევენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაამატა: „ჩვენი ქვეყნის, ერის და დემოკრატიის წინააღმდეგ ამ ვერაგული თავდამსხმის განმხორციელებელნი და მათი წამქეზებელნი ვერ მიარწევენ მიზანს. ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ წარმოებულ სამართლიან ბრძოლაში არასოდეს დავიხევთ უკან“.

ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმო თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა.

ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ნუმან ქურთულმუშმა კი განაცხადა, რომ დედაქალაქ ანკარაში სისხლიანი თავდასხმის მომწყობთა ვინაობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია და დაგმო მომხდარი. მისივე თქმით, ანკარის რესპუბლიკურ მთავარ პროკურატურაში 7 კაციანი ჯგუფი აწარმოებს გამოძიებას და პირველადი მონაცემებით, თავდასხმა დანაღმული ავტომანქანით მოხდა.

მომხდარი ტერაქტები მკაცრად დაგმეს და სათანადო განცხადებები გააკეთეს ვიცეპრემიერმა იალჩინ აქდოღანმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ და იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა.

ანკარაში მომხდარ ვერაგული ტერაქტის შემდეგ მთავარმა ოპოზიციონერულმა პარტია რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ საგანგებო შეხვედრა გამართა.

რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ეს ქვეყანა ამ ტკივილს არ იმსახურებს. მჯერა, რომ თავდასხმის ყველა დეტალის დასადგენად ყველა ორგანო ყველაფერს გააკეთებს.“

ეროვნული მოძრაობის პარტიის გენერალურმა მდივანმა დევლეთ ბაჰჩელიმ კი მომხდართან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ვერც ერთი ტერორგანიზაცია და მათი დამცველი ადგილობრივი თუ უცხოელი თანამზრახველი მიზანს ვერ მირწევს. ვინც რა არ უნდა გააკეთოს, ჩვენი ერი ტერორის ქედს არ მოუხრის და მას არ დანებდება“.

თავდასხმა სოციალური ქსელების მეშვეობით დაგმო ხალხთა დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე სელაჰათინ დემირთაშმა და დასძინა: „ანკარაში მომხდარ შეუბრალებელ თავდასხმას ვგმობ, დაღუპულების ოჯახებს ვუსამძიმრებ და დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

ამავდროულად, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიისა და ეროვნული მოძრაობის პარტიის დეპუტატებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.


საკვანძო სიტყვები: #ანკარა , #ტერაქტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები