PYD თანამშრომლობას ეწევა რუსეთთან და ბომბავენ სამოქალაქოებს

თურქეთისთვის საფრხეს ქმნიან YPG და PYD, რომლებიც PKK-ს გაგრძელებად ითვლებიან

432340
PYD თანამშრომლობას ეწევა რუსეთთან და ბომბავენ სამოქალაქოებს

პრემიერმა აჰმედ დავუთოღლიმ, ერზინჯანის შეხვედრების შემდეგ, პრეს-კონფერენცია ჩაატარა ჟურნალისტებთან აეროპორტში. აღნიშნა, რომ ტერ-ორგანიზაცია PYD, რომელიც სირიის რეჟიმის ერთ-ერთ ფრთად ითვლება, თანამშრომლობას ეწევა რუსეთთან და ბომბავენ სამოქალაქოებს. ახლა კი, იერიში მიიტანეს სირიის აზიზის რაიონზე.

მსგავს შევიწროებებს ჰქონდა ადგილი ადრეც. თურქეთის პოზიცია აშკარაა. მდგომარეობამ წარმოქმნა ჩართულობის ფარგლებში თავდასხმაზე გადასვლა. საკითხთან დაკავშირებით შეხვდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ჯოე ბიდენს, რომელსაც გაახსენა საკითხის ირგვლივ სტამბოლში ვიზიტის დროს მიღებული შეთანხმებები. გამოკვეთეს, რომ თურქეთისთვის საფრხეს ქმნიან YPG და PYD, რომლებიც PKK-ს გაგრძელებად ითვლებიან. ამიტომაც, მათ წინააღმდეგ მიიღებენ ყველანაირ ზომას.

დავუთოღლის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მიატოვოს რეგიონი YPG-მ. არ უნდა მოახდინოს მის საზღვართან მიახლოება და დერეფნის დარღვევის მცდელობა.

სწორედ ეს მოსაზრებები გადასცა ჯოე ბიდენსაც. თურქეთი მასპინძლობას უწევს 2 მილიონ 600 ათას მოძმე ლტოლვილს. უფრო მეტის მოსვლისთვისაც თურქეთი უარს არ იტყვის, მაგრამ ვიღაცეების, თურქეთის და ევროპის გასაღიზიანებლად, ლტოლვილების ნაკადის გაზრდის მიზნით, ათასობით და ათი ათასობით ადამიანის დაბომბვების ქვეშ მოქცევაზე, თვალი არ უნდა დახუჭოს საერთაშორისო თანამეგობრობამ-თქვა აჰმედ დავუთოღლიმ.



მსგავსი ინფორმაციები