ომი, დიპლომატია და სირიის ტრაგედია

სირიის ომმა აჩვენა, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი საშუალება მხოლოდ მაშინ, როდესაც სცენაზე სამართლიან ძალთა ბალანსია.

432150
ომი, დიპლომატია და სირიის ტრაგედია

ომი, დიპლომატია და სირიის ტრაგედია

სირიის ომმა აჩვენა, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი საშუალება მხოლოდ მაშინ, როდესაც სცენაზე სამართლიან ძალთა ბალანსია.

მაშინ როდესაც დასავლეთი სირიაში პოლიტიკური მოგვარების გზებზე საუბრობს, რუსეთი სამხედრო თავდასხმებს მოვლენების მიმართულების შეცვილსათვის აძლიერებს.

11 თებერვალს გვიან ღამით მტრობის აღმოსაფხვრელად ხელმოწერილი მიუნხენის შეთანხმებით კი ჩანს, რომ არენაზე ვითარების შეცვლა შეუძლებელია.

გასულ ორ წელიწადში მოსკოვის ჩათვლით, მნიშვენლოვანმა მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ სირიაში სამხედრო გზით პრობლემა ვერ მოგვარდებოდა და დიპლომატიური მოგვარების პირობა დადეს. თუმცა რუსეთ-ირან-სირიის რეჟიმის ალიანსმა აჩვენა, რომ სიმართლე ამის საპირისპიროა.

ჟენევის მოლაპარაკებები, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნომერ 2254 გადაწყვეტილების პირობას აყენებს, ცეცხლის შეყვეტა, ჰუმანიტარული დახმარება და დაკავებულთა გათავისუფლება და სხვა. ამჟამად სირიის ოპოზიციის წარმომადგენელი უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის ჟენევის მოლაპარაკებებში მიიღებს თუ არა მონაწილოებას დამოკიდებულია იმაზე, შესრულდება თუ არა ნომერ 2254 გადაწყვეტილება.

რიად ჰიჯაბის ლიდერობით სირიის ოპოზიციას ყველა მიზეზი აქვს, რომ 25 თებერვლამდე გადადებულ მოლაპარეკებებზე დაეჭვდეს. გაეროს მოლაპარაკებების დასაწყებად თავისავე მიერ დადგენილი ბრძანებულებების შესრულებაც კი არ შეუძლია.

დიპლომატიის როლი დიდია. თუმცა მოდით ღიად ვისაუბროთ, კრემლი მძიმედ მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩართვის სადემონსტრაციოდ საგარეო საქმეთა მინისტრს მსოფლიოს ყველა კუთხეში აგზავნის და მეორეს მხრივ კი სირიაში სცენაზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად საბრძოლო თვითმფრინავებს აგზავნის.

რუსული დიპლომატია სირიაში რუსული სამხედრო ქმედებების დაფარვას ემსახურება. ამასთანავე, სირიაში რუსული სამხედრო თავდასხმები, რუსეთის მანევრები უკრაინიდან ყურადღების გადატანასაც ემსახურება.

რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, მასობრივი მიგრანტთა დინების შექმნას ისახავს მიზნად და ამით ევროპისა და თურქეთის დასჯა უნდა. ერთის მხრივ აშშ-ს მესიჯს უგზავნის თავისი სტრატეგიული მდებარეობის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოყმანის გამო წარმოქმნილ სტრატეგიულ სიცარიელეს ბევრი კუთხიდან ავსებს.

მაშინ, როცა რეჟიმი ყოველდღიურად ათობით ადამიანის მკლელობას აგრძელებს, იშიდის წინააღმდეგ წარმოებული ცალმხრივი სტრატეგიის მორალური ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. დიახ, იშიდის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და იშიდი უნდა დამარცხდეს. თუმცა სირიის მეთაურის ბაშარ ასადის რეჟიმის და მისი მხარდამჭერების სამხედრო გამარჯვების ფასად არ უნდა მოხდეს. ათასობთ სირიელი იშიდის ტერორიზმზე უფრო მეტად ასადის რეჟიმის სახელმწიფო ტერორსა და რუსულ დაბომბვებს გაურბის. აშშ-ს სირიის სტრატეგიის შესახებ კრიტიკული პოზიციის მქონე ლორენ ფაბიუსმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომისას ამერიკის სირიაში პოზიცია „ბუნდოვნად“ და „ძლიერი სტაბილურობიდან დაშორებულად“ შეაფასა.

ფაბიუსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ქიმიური იარაღისათვის დაწესებული წითელი ხაზის გადალალხვის შემდგომმა უმოქმედობამ, პუტინი უკრაინასა და სირიაში კიდევ უფრო წინ წაწია და წაახალისა.

ფაბიუსის ამ სიტყვების მტკიცებულებაა აშშ-ის მიერ რუსეთისა და ასადის რეჟიმის სცენაზე დიდი სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფის საფასურად საკუთარი სამხედრო მხარდაჭერას თითქმის მთლიანად PYD-სა და მის სამხედრო განშტოება YPG-ს მიმართ გააქტიურება.

PYD და YPG, აშშ-ის, რუსეთისა და ასადის რეჟიმისგან ყველასგან ერთდროულად როგორც კლიენტი იარაღს, საბრძოლო მასალას, სადაზვერვო ინფორმაციას და საჰაერო დაცვას იღებენ. ამის გამო იგი თავს ასაღებს როგორც იშიდის წინააღმდეგ ერთადერთ ყველაზე ეფექტურ ძალად. ამგვარი პირველი ხარისხის მხარდაჭერის მიმღები ყველა ჯგუფი იშიდის წინააღმდეგ ისედაც ყველაზე ეფექტური ძალა იქნება.

მაგრამ იშიდის წინააღმდეგ ბრძოლის საფარ ქვეშ PYD სირიის ჩრდილოეთით მის მიერ გამოცხადებულ ავტონომიურ რეგიონს აფართოებს. ამ დროს კი სირიის ოპოზიცია, რომელსაც ბევრჯერ დაპირდნენ დახმარების გაწევას, ერთის მხრივ რუსეთის და რეჟიმის ძალების, მეორე მხრივ კი იშიდის თავდასხმის ქვეშ არიან.

10 თებერვალს მომხდარი ვითარება ამის მაგალითია. ძლიერი რუსული საჰაერო მხარდაჭერის მიმღები YPG სირიის ოპოზიციას თავს დაესხა და აიღო მანაგის საჰაერო ბაზა. მიზანი აფრინთან ახლოს მდებარე არაბული სოფლების აღებაა, ამის გამო PYD-ს რეგიონში ბატონობა ფართოვდება. ამ სტატიის წერის დროს YPG- ს ძალები ქალაქ აზაზის გარეთ, ალეპოსა და თურქეთის საზღვარს შორის მთავარ გზაზე იცდიან.


სამწუხაროდ ირონიული კი ის არის, რომ ერთი წლის წინ კობანიში PYD-ს დასახმარებლად მოსული თავისუფალი სირიის არმიას ახლა თავს ესხმის ის ძლები, რომელსაც კობანის იშიდისგან გამოხსნაში ეხმარებოდა. ეს სამწუხარო ვითარება და ჟენევის მოლაპარაკება რით დასრულდება ნათელი არ არის.

ამ დროს ანკარის მიერ შეთავაზებული და დასავლეთის მიერ უარყოფილი სირიაში ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერა და სირიელი დევნილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისათის სირიაში „უსაფრთხო ზონის„ შექმნის იდეამ ატლანტიკის მიღმა წრეების დაინტერესების გამოწვევა დაიწყო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ყოფილ დიპლომატთა ერთმა ჯგუფმა და ანალიტიკოსებმა აშშ-ის პრეზიდენტის ობამას ხელისუფლებას სირიის ჩრდილოეთში თურქეთის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხო ზონების შექმნისაკენ მოუწოდა.

რობერტ ფორდმა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სირიაში 2015 წლის 9 მარტს შემდეგი დაწერა: „სირიის ოპოზიციის დასაცავად ერთგვარი ფრენებისათვის აკრძალული ზონა უნდა გამოცხადდეს რა, ეს ის ნაბიჯია, რომელაც ხელისუფლება დიდი ხანია ეწინააღმდეგება“.

2015 წლის 21 აპრილს ამერიკელმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა ობამას „სირიაში ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონების შექმნისა და ამისათვის ზეწოლისაკენ“ მოუწოდეს.

ამერიკელმა ყოფილმა დიპლომატმა ფრედერიკ ს. ჰოფმა განაცხადა: „ უფრო ფართო საჰაერო გარიყვის სივრცე, ასადის რეჟიმის „უსაფრთხო ზონის“ გარეთ მყოფი სამოქალაქოების დასახლებულ ადგილებზე კასეტური ბომბების ჩამოგდების უნარს გაართულებს ან სრულიად გაანადგურებს, სიცოცხლეებს გადაარჩენს და იშიდი ახალი წევრების პოვნისათვის გამოყენებული მთავარი რესურსის გარეშე დარჩება“.

ანა მარია სლაუტერმა კი განაცხადა: „ფრენებისათვის აკრძალული ზონის შექმნით აშშ და მისი პარტნიორები ასადს აჩვენებენ, რომ მოთმინების ფიალა უკვა აევსოთ და სირიისა და სირიელების დასაცავად მზად არიან“.

გასული წლიდან დღემდე ბევრი რამე მოხდა და რუსეთმა საკუთარი პროექტებისათვის საჭირო ფრენებისათვის აკრძალული ზონა ფაქტიურად შექმნა. და მაინც უსფრთხო ზონის იდეას, ისევ სირიელთა სიცოცხლის გადარჩენის შანსისა და მშვიდობიანთა ზონების რუსებისა და ასადის რეჟმის მხრიდან სამხედრო ბულდოზერების გავლის შეზღუდის ძალა აქვეს.

მიშელ იგნატიევი და ლიონ ვაისელტირი იმედგაცრუებას შემდეგნაირად გამოხატავენ: „მორალური გაკოტრება დიდი ხანია მოხდა. ხუთი წელია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წავლის საჭიროების შესახებ ცარიელი განცხადებები კეთდება, მეამბოხე გჯუფებს არადამაჯერებელ დახმარება უწევენ, ქიმიური იარაღისათვის დაწესებული წითელი ხაზის გადალახვის უფლება მისცეს და ევროპა მიგრანტთა კრიზისის ტვირთიდან ჩვენს წილზე მოსული ტვირთის აღებაში აარასკმარისია“.

შედეგად, ამ ადამიანებმა ღიად უნდა თქვან, რომ აშშ „რეგიონში მდებარე საზღვაო და საჰაერო ძალების გამოყენებით ალეპოდან თურქეთის საზღვრამდე მოქცეულ ტერიტორიაზე ფრენებისათვის აკრძალულ ზონას გამოაცხადებს და სამოქალაქოებსა და მიგრანტებს რუსეთის ჩათვლით ყველას მხრიდან დაბომბვას თავიდან ააცილებს“.

ორი ყოფილი ამერიკელი უმაღლესი დიპლომატი ნიკოლას ბარნსი და ჯეიმს ჯეფრი ერთსა და იმავე წერტილს უსვამენ ხაზს: „ყველაზე მნიშვნელოვანი, გვჯერა, რომ ობამას ჯგუფი წარსულში უარყოფილს ისევ განიხილავს და იძულებული გახდება მასზე იფიქროს: სირიის ჩრდილოეთში მშვიდობიანების დასაცავად უსაფრთხო ზონის შექმნა და ამისათვის ფრენებისათვის აკრძალული ზონის გამოცხადება“.

დენის როსსი ერთ-ერთია, რომელიც მხარს დაუჭერს უსაფრთხო ზონის შექმნას მიუხედავად იმისა, იცის, რომ ამას პუტინი შეეწიინააღმდგება, თუმცა ამასაც ამატებს „თუ რუსების მიერ ამჟამად ჩადენილის წინააღმდეგ უფრო მეტი ძალის გამოსაყენებლად მზად არ ვართ, სუნიტ პარტნიორებს ვერ შევიძენთ და დიპლომატიისათვის შესაძლებლობა შემცირდება“.

სირიის ომმა აჩვენა, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი საშუალება მხოლოდ მაშინ, როდესაც სცენაზე სამართლიან ძალთა ბალანსია.

თუ ამის მერე გასამართ სირიის მოლაპარაკებებს სურთ, რომ რაიმე მნიშვნელობა და გავლენა ჰქონდეს, სავალდებულოა საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერის მოპოვება. სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე და სირიელი სამოქალაქოებისთვის უსაფრთხო ზონის შექმნის გარეშე დიპლომატია მხოლოდ ომის მსხვერპლი იქნება.


მსგავსი ინფორმაციები