ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა იზრდება

ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა იზრდება

430834
ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა იზრდება

აშშ-სა და თურქეთს შორის ტერორგანიზაცია პკკ-ს სირიის დაქვემდებარებაში მყოფ დაჯგუფება PYD-ს საკითხთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა გრძელდება. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ჯონ ქორბის, ამერიკის მხრიდან PYD-ს მიმართ გაწეული დახმარების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ მსგავსი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარკ ტონერმაც გააკეთა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ PYD-ს მიმართ დახმარებას განაგრძობენ. მარკ ტონერს ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ვაშინგტონის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეახსენეს და კომენტარის გაკეთება სთხოვეს. მან კი განაცხადა: "თურქეთი და ამერიკა სტრატეგიული პარტნიორები არიან და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ თურქეთის პკკ-სთან დაკავშირებით შეშფოთების გვესმის, მაგრამ პკკ და პიდ-ს შორის მრავალი განმასხვავებელი თვისება არსებობს. თურქეთ-ამერიკას შორის მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებითაც გრძელდება". ტონერმა ასევე ტერორგანიზაცია პკკ-ს თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შეწყვეტისკენ და სიტუაციის დარეგულირებისთვის მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. მან თურქეთის მხრიდან ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობას უსაფრთხოების მიზნით მსგავის ნაბიჯების გადადგმის უფლება აქვს. შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ როგორც PKK ასევე PYD და YPG-ც ტერორგანიზაციები არიან. მან ამერიკას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ისინი რამდენიმეჯერ გაფრთხილებული ჰყავდა აღნიშნული დაჯგუფებების შესახებ და კიდევ ერთხელ ჰკითხა თუ ვის მხარეზე დგას ამერიკა.


საკვანძო სიტყვები: #ანკარა , #ვაშინგტონი , #დაძაბულობა

მსგავსი ინფორმაციები