თურქი ჯარები აგრძელებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებს
ლიკვიდირებულია კიდევ 18 ტერორისტი
428331
თურქი ჯარები აგრძელებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში. გენშტაბის პრეს სამსახურის ცნობით გუშინდელი ოპერაციების დროს კიდევ 18 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. აქედან 12 ტერორისტი შირნაკის ოლქის ჯიზრეს რაიონში, ხოლო დანარჩენი 6 კი დიარბექირის სურის რაიონში იქნენ მოკლულნი. გარდა ამისა 2 ტერორისტი ცოცხლად იქნა აყვანილი. ასე რომ ოპერაციების დაწყების აქეთ ჯიზრეში მოკლულ ტერორისტთა მთლიანმა რაოდენობამ 554 კაცს მიაღწია, სურში კი 167-ს. ამავე ცნობით ქალაქ კაჰრამანმარაშში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი ოპერცია განახორციელეს ძალოვანებმა და 6 ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებთაგან 5 უცხოეთის მოქალაქე აღმოჩნდა