თურქეთის საკითხი ამჯერად აშშ-ში განიხილეს

თურქეთის საკითხი ამჯერად აშშ-ში განიხილეს

427954
თურქეთის საკითხი ამჯერად აშშ-ში განიხილეს

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართულ კონფერენციას სახელწოდებით „თურქეთის ხედვა 2023 წლისათვის და საპრეზიდენტო სისტემა: ტერორის მარწუხებში თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი“ მონაწილეობა მიიღეს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დეპუტატებმა ორჰან მიროღლუმ, იასინ აქთაიმ და ჯემალ ოზთურქმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა მიროღლუმ განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ყველაზე დიდი იარაღი დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლების დაცვაა და დაამატა, რომ შეუძლებელია თურქეთი არ შეაწუხოს აშშ-ის მიერ PYD-სთან დამყარებულმა კავშირებმა.

„რა თქმა უნდა, დამთხვევა არაა ის, რომ PYD-ს მხრიდან გამოყენებული იარაღის თითქმის მსგავსი მოდელი სურში, ჯიზრეში გვხვდება და ამის მიღება შეუძლებელია“ - აღნიშნა მიროღლუმ და დაამატა, რომ აშშ-საგან PKK-ს მიერ თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტების უფრო მკაცრ დაგმობას და პოზიციას ელოდებიან.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დეპუტატმა იასინ აქთაიმ კი დასძინა, რომ თურქეთი მტკიცედ გააგრძელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ და ყოვლად მიუღებელია ძალადობის გამოყენება. მისივე თქმით, PYD სირიაში ქურთების წარმომადგენელი ერთადერთი ჯგუფი არ არის, PYD-ს მიმართ წინააღმდეგობა არ ნიშნავს ქურთების მიმართ წინააღმდეგობას და დაამატა, რომ PYD-სა და ქურთებს შორის მსგავსება დეაშსა და მუსლიმებს შორის მსგავსებას ნიშნავს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა ჯემალ ოზთურქმა კი საპრეზიდენტო სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია თურქეთისათვის გარდაუვალია.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები