ერდოღანის ვიზიტი ჩილეში გრძელდება

იგი სიტყვით გამოვიდა გაეროს კონფერენციაზე

426354
ერდოღანის ვიზიტი ჩილეში გრძელდება

ჩილეში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა გაეროს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის კუნძულების ეკონომიკური კომისიის კონფერენციაზე და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგიერთი ქვეყნები საკმარის დახმარებას არ უწევენ ლტოლვილებს.

მისივე თქმით ისლამი კრძალავს ადამიანის კვლას და ამიტომ ისლამური სახელმწიფოს მსგავს ტერ ორგანიზაციებს, რომლებიც ისლამის სახელით მოქმედებენ, არავითარი კავშირი არ აქვთ რელიგიასთან, მხოლოდ კამუფლაჟს იკეთებენ ისლამის სახელით და ადამიანების მასიური კვლით უდიდეს ცოდვას ჩადიან. სწორედ ასეთი ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ უნდა დაირაზმოს მთელი მსოფლიო თანამეგობრობა, თუმცა მათთან ერთად დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოეცხადოს ისეთ სხვა ტერ ორგანიზაციებსაც, როგორებიც არიან PKK, PYD, DHKP-C და სხვა.

ერდოღანმა ლტოლვილებისადმი ჰუმანიტარული დახმარების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თურქეთი ამ მხრივაც პირველობს და ყველანაირ დაზარალებულებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ყველანაირ დახმარებებს უჩენს.

სირიის სამოქალაქო ომზე საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ ესადმა არ მოისმინა საერთაშორისო საზოგადოების თხოვნა ხელისუფლებიდან წასვლის თაობაზე და მის მაგივრად თავისი ხალხის გაწყვეტა ამოირჩია, რასაც სამწუხაროდ თვალი დაუხუჭეს ზოგიერთმა დიდმა სახელმწიფოებმა და შედეგად 100 ათასობით დაღუპულია და მილიონობით ლტოლვილი კი მსოფლიოს ოთხივ კუთხეს მოედო.

ერდოღანის აზრითვე ესადს რუსეთი, ჩინეთი და ირანი რომ არ ამოსდგომოდნენ გვერდში, მაშინ, მისი დღემდე ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელი იქნებოდა


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #ჩილე , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები