დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრება გაიმართება

დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრება გაიმართება

425090
დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრება გაიმართება
milli gvenlik kurulu.jpg

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანის თავჯდომარეობით დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრება გაიმართება და მისი მთავარი საკითხი ანტიტერორისტული ბრძოლა და მის ფარგლებში სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში წარმოებული ოპერაციები იქნება. გარდა ამისა ოპერაციების დასრულების შემდგომი რეგიონის აღდგენის სამუშაოებზეც გაამახვილებენ ყურადღებას. შეკრებას პირველად დაესწრება ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრი ბინალი ილდირიმი, რომელიც დამსწრეებს კიბერ უსაფრთხოების საკითხზე ბრიფინგს გამართავს. საგარეო პოლიტიკის სფეროში ყველაზე მეტი ყურადღება სირიის საკითხს და ჟენევაში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაეთმობა



მსგავსი ინფორმაციები