ბერლინში სამთავრობოთაშორისო საკონსულტაციო შეკრება ჩატარდა

იგი ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებით დასრულდა

424233
ბერლინში სამთავრობოთაშორისო საკონსულტაციო შეკრება ჩატარდა
10-11/Files/UploadedImages/797733529922konsey.jpg
ბერლინში ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებით დასრულდა გერმანია-თურქეთის პირველი სამთავრობოთაშორისო სტრატეგიული საკონსულტაციო შეკრება. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეს ორი ქვეყანა ანტიტერორისტულ ბრძოლაშიც და ნატოს ფარგლებშიც ახლო მოკავშირეებს წარმოადგენენ. ამავე დეკლარაციით ანკარა ევროკავშირში სრული გაწევრიანების ფარგლებში ახალ ფურცელს გახსნის და ამ მხრივ აღებული ვალდებულებების ცხოვრებაში გატარებას დაიწყებს. ორი ქვეყნის ლიდერებმა თანხმობა განაცხადეს თურქი მოქალაქეებისათვის შენგენის სავიზო რეჟიმის გაუქმების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელებას. გარდა ამისა ეს ორი ქვეყანა აქტიურად ითანამშრომლებს არალეგალებისა და ლტოლვილების საკითხებშიც. მოკლედ, ეს ორი ქვეყანა ამ ერთობლივი დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების აღნიშნულ ვადებში შესრულების საკითხში კონსენსუსს მიაღწიეს


მსგავსი ინფორმაციები