სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში ოპერაციები გრძელდება

თავდასხმა სკოლაზე

424062
სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში ოპერაციები გრძელდება
10-11/Files/UploadedImages/2762934111kamerundabokoharamteroru150485.jpg
თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურის ცნობით გუშინ საღამოს მარდინის ოლქის ქალაქ ნუსაიბინში პკკ-ას წევრების მხრიდან გზაზე ჩადებულ ნაღმზე აფეთქდა პოლიციის სამსახურეობრივი ავტობუსი, რის შედეგადაც 9 პოლიციელი და კიდევ 1 სამოქალაქო პირი დაიჭრნენ. შირნაკის ოლქში პოლიციის კოლონას რაკეტები ესროლეს ტერორისტებმა, საბედნიეროდ მას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ამის პარალელურად ძალოვანებს დანებდა ტერ ორგანიზაციიდან გამოქცეული 10 სეპარატისტი, ასე რომ, მარტო ამ ოლქში ბოლო სამი წლის განმავლობაში დანებებულ ტერორისტთა რაოდენობამ 1130 კაცს მიაღწია. დიარბაქირის ბაღლარის რაიონის სოფელ ჩელებიში კი ტერორისტებმა დღეს დილით მიზანში საშუალო სკოლა ამოიღეს, რომელსაც დილის საათებში ხელნაკეთი ბომბი ესროლეს და დაჭრეს 5 მოსწავლე.


მსგავსი ინფორმაციები