შირნაკში და დიარბექირში ოპერაციები გრძელდება

შეჰიდი გახდა 1 ჯარისკაცი

423495
შირნაკში და დიარბექირში ოპერაციები გრძელდება
nato-snage-uklonile-srpske-barikade-na-sjeveru-kosova.jpg
შირნაკის ოლქის ჯიზრეს დასახლებაში გრძელდება ანტი ტერორისტული ოპერაციები და მის ფარგლებში პკკ-ას მილიტანებთან წარმოქმნილი შეტაკების დროს კიდევ 1 ჯარისკაცი დაიღუპა. თვით საოლქო ცენტრ შირნაკში კი თურქ ჯარებს დანებდა 8 ტერორისტი და ამითი ბოლო 3 წლის განმავლობაში დანებებული ტერორისტების რაოდენობამ 110 კაცს მიაღწია. დიარბექირის სურის რაიონში კი ლიკვიდირებულ იქნა 4 ტერორისტი და ამით ამ რაიონში სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიკვიდირებულ ტერორისტთა რაოდენობა 105 გახდა, გარდა ამისა ამოვსებულ იქნა 6 სანგარი, გაწმენდილ იქნა 84 ბარიკადი, გაუვნებელყოფილ იქნა 63 ბომბი, ამოღებულ იქნა 1 სარაკეტო დანადგარი, 1 კაფსული, 3 ავტომატი, 1 სამხედრო ბინოკლი, სამედიცინო მასალები და საიდუმლო დოკუმენტები


მსგავსი ინფორმაციები