პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში იმყოფება
პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში იმყოფება

პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში იმყოფება. პრემიერმინისტრი სამ დღიანი ვიზიტის დროს გასამართ შეხვედრებზე უმთავრესად თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, კვიპროსის მოლაპარაკებებსა და ტერორიზმთან ბრძოლაზე გაამახვილებს ყურადღებას.
აჰმედ დავუთოღლუმ ლონდონში პირველი შეხვედრა TÜRKEN -ის ფონდის დელეგაციასთან გამართა, რომლის შემადგენლობაში TRT World-ის ახალგაზრდა ნიჭიერთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ინგლისში მყოფი სტუდენტებიც შედიოდნენ. ამის შემდეგ კი თურქეთის პრემიერმა ინგლისის მუსლიმთა საბჭოს დელეგაცია მიიღო.
პრემიერის შეხვედრები პრესისათვის დახურულად გაიმართა.
დავუთოღლუ დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში მერი ლინჩის, ბლუმბერგის, გოლდმან საქსის და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.
თურქეთის პრემიერი შეხვედრას გამართავს ინგლისის პრემიერ დევიდ კამერონთან და მასთან ევროკავშირთან ურთიერთობებისა და კვიპროსის მოლაპარაკებების პროცესებს განიხილავს.
სირიასა და ერაყში არსებული ვითარების თაოსნობით რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები ასევე ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორისსაა.
პრემიერი ვიზიტის ბოლო დღეს საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში (Chatham House) დიპლომატიური, აკადემიური და მედია წრეების წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც სიტყვით გამოსვლისას რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებზე დამსწრეებს თავის მოსაზრებებს გააცნობს.
მსგავსი ინფორმაციები

ანკარა: „საბერძნეთთან ურთიერთობაში „პოზიტიური დღის წესრიგის“ პროცესი განახლდა“
ანკარა: „საბერძნეთთან ურთიერთობაში „პოზიტიური დღის წესრიგის“ პროცესი განახლდა“

მინისტრი ჩავუშოღლუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
მინისტრი ჩავუშოღლუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა