ერდოღანმა მოსულში შესული თურქული ჯარების შესახებ განცხადება გაა

ერდოღანმა მოსულში შესული თურქული ჯარების შესახებ განცხადება გააკეთა

361217
 ერდოღანმა მოსულში შესული თურქული ჯარების შესახებ განცხადება გაა

გუშინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ ბოსნია ჰერცოგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარე ბექირ იზზეთბეგოვიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერდოღანმა თურქეთის სამხედრო შენაერთების ჩრდილოეთ ერაყში კერძოდ კი მოსულში შესვილს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისენი იქ მხოლოდ აღმზრდელობითი ფუნქციით არიან შესული და არა დამპყრობლის. ამიტომ უკან გამოწვევის საკითხი არ არსებობს. ერდოღანმა ასევე რუსეთის მხრიდან თურქი ჯარისკაცების მოსულში შესვლის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე გატანის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ თურქეთის სამხედრო შენაერთების ნაწილები მოსულში 2002 წლიდან მოყოლებული არიან, მაგრამ 2014 წელს ქვეყნის ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლის ჰაიდარ აბადის თხოვნით იმის თაობაზე, რომ მათ თავდაცვის სფეროში აღმზრდელობითი დახმარება გაეწიოთ, სწორედ ამ მიზნით არიან იქ თურქი სამხედრო შენაერთები შესული. 

ერდოღანმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თურქეთ, აშშ და ერაყს შორის სამეულთა შეხვედრა უნდა გაიმართოს სადაც რეგიონის საკითხები უნდა იქნას გახილული. ბოლოს კი მან თურქეთ-რუსეთ შორის არსებულ კრიზისზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მომთმენი იქნებიან შესაძლებელია, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და ისევ იმ ძველ ურთიერთობას დაუბრუნდეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები