მესუთ ბარზანიმ ანკარაში რამდენიმე შეხვედრა გამართა
მესუთ ბარზანიმ ანკარაში რამდენიმე შეხვედრა გამართა
ოფიციალური ვიზიტით გუშინ ანკარაში მყოფმა ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ხელმძღვანელმა მესუთ ბარზანიმ დღის მანძილზე რამდენიმე შეხვედრა გამართა.
ბარზანიმ პირველი შეხვედრა ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფთან ჰაქან ფიდანთან ჩაატარა, რის შემდეგაც იგი ცაკ-ცალკე მიიღეს პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა და პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ.
პრეზიდენტ ერდოღანისა და ბარზანის შეხვედრა ერთი საათი და 10 წუთი გაგრძელდა. პრეზიდენტის სამსახურის ინფორმაციით, ბეშთეფეზე მდებარე რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნა ტერორიზმთან ბრძოლისა და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მტკიცედ გააგრძელებს ბრძოლას ტერორგანიზაციების დეაშისა და პკკ-ს წინააღმდეგ.
მხარეებმა ამასთანავე დასძინეს, რომ ერაყში მშვიდობისათვის საჭიროა კონფესიათა შორის შეტაკებების წამახალისებელი პოზიციებისაგან თავის შეკავება.
პრემიერმა დავუთოღლუმ კი განაცხადა, რომ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ხელმძღვანელის ანკარაში ვიზიტი არსებულ ვითარებაში მეტად დროული და მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ მოკლე შეფასებაში დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ერაყის ქურთული რეგიონის სტაბილურობა. დავუთოღლუმ თურქი სამხედოების მოსულში ბაშიკას ბანაკში წვრთნების ჩატარები მიზნით ყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე ფერიდუნ სინირლიოღლუ და დაზვევრის შეფი ჰაქან ფიდანი ბაღდათში გაემგზავრებიან.
თურქეთის პრემიერმა ბარზანის დეაშის წინააღმდეგ სინჯარში მიღწეული გამარჯვება მიულოცა და დაამატა: „თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ საერთო ბედი გვაქვს. ჩვენს შორის არა გამყოფი არამედ დამაკავშირებელი საზღვრები უნდა არსებობდეს. იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით“.
ბარზანიმ კი თბილი მიღებისათვის პრემიერ დავუთოლღლუს მადლობა გადაუხადა.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი ხვალ დაიწყებს ლიბანის დატოვების მსურველი მოქალაქეების ევაკუაციას
თურქეთი ხვალ დაიწყებს ლიბანის დატოვების მსურველი მოქალაქეების ევაკუაციას