ჩავუშოღლუ და ლავროვი ბელგრადში შეხვდნენ ერთმანეთს
განიხილეს დაძაბულობის განმუხტვის საკითხები
თურქეთის მხრიდან რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების გამო წარმოქმნილი კრიზისის შემდეგ, გუშინ ბელგრადში პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მევლუტ ჩავუშოღლსა და სერგეი ლავროვს შორის.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა და მისი დასრულების შემდეგ თურქმა დიპლომატმა პრეს კონფერენცია გამართა და თქვა, რომ შეხვედრამ ორი ქვეყნისათვის ღირსეულ დონეზე ჩაიარა და იმ აზრზე არიან, რომ კეთილი ურთიერთობების აღდგენის მიზნით საჭიროა ასეთი შეხვედრების გახშირება.
“შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა დაძაბულობის გაზრდა, ხოლო ასეთი შეხვედრებით ორ მხარეს არსებულ განსხვავებულ პოზიციებს დავძლევთ. ამჟამად რუსეთი ემოციებით ლაპარაკობს, მაგრამ, მჯერა, მალე ისინიც გონივრულ გზას დაადგებიან და საღი აზრი გაიმარჯვებს რა, ორ ქვეყანას შორის ახლიდან აღსდგება მეგობრული ურთიერთობები“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ამჯერად ანკარას მოსკოვის ეკონომიკური სანქციების საწინააღმდეგოდ ჯერ არავითარი პასუხი არ გაუცია, მოთმინებით ელიან საღი აზროვნების გამარჯვებას, მაგრამ, თუ ასე გააგრძელებენ, მაშინ, თურქეთიც დააწესებს ემბარგოს რუსულ საქონელსა და პროდუქციაზე.
თურქი დიპლომატის თქმითვე ორ ქვეყნას შორის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისათვის ანკარას ღია აქვს ყველანაირი კომუნიკაციის არხები