ლავროვი თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზადაა
შეხვედრა შეიძლება ბელგრადში შედგეს
398078
მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მზადაა თვის თურქ კოლეგას შეხვდეს, ამ განცხადების შესახებ კომენტარი მევლუთ ჩავუშოღლუმ TRT-სთან გააკეთა: ”ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ ლავროვთან შეხვედრას ბელგრადში გავმართავდით. დღეს კი თვითონაც განაცხადა, რომ მზადაა შეხვედრისთვის, ჩვენი მხრიდან რაიმე პრობლემა არ არსებობს. ყველა ქვეყანას შორის შეიძლება პრობლემები წარმოქმნას, ვიმედოვნებ, რომ რუსეთთან არსებულ პრობლემასაც მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ”, განაცხადა ჩავუშოღლუმ. ლავროვმა თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის ადგილად ხვალ და ზეგ ბელგრადში გასამართ ეუთო-ს შეკრება მიუთითა. ასე რომ ლავროვ ჩავუშოღლუს შეხვედრა შეიძლება ბელგრადში შედგეს.