სინირლიოღლუმ DEAŞ-ის შესახებ განცხადება გააკეთა

სინირლიოღლუმ DEAŞ-ის შესახებ განცხადება გააკეთა

366930
სინირლიოღლუმ DEAŞ-ის შესახებ განცხადება გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ოპერაციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მან ეს განცხადება თურქულ საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსთან გააკეთა. ”ტერორგანიზაცია DEAŞ-ის გასანადგურებლად გარკვეული გეგმები გვაქვს. ამ გეგმების განხორციელების შემდეგ მათ წინააღმდეგ ოპერაციები მასშტაბურ სახეს მიიღებს. რომელსაც მომდევნო დღეებში ნათლად იხილავთ”, განაცხადა სინისრლიღლუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმები, რომელზეც თვითონ საუბრობდა, კოალიციურ ძალებთან ერთობლივად განხორციელებას გულისხმობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ სირიაში კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელია ასადი პოლიტიკას ჩამოშორდეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები