ობამამ ერდოღანს და დავუთოღლუს გამარჯვება მიულოცა

ობამამ ერდოღანს და დავუთოღლუს გამარჯვება მიულოცა

414520
ობამამ ერდოღანს და დავუთოღლუს გამარჯვება მიულოცა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა და 1 ნოემბრის არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ობამამ თურქ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ორი ქვეყნის ლიდერმა ტელეფონით საუბრისას ასევე სირიის საკითხზე და ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. ერდოღანმა და ობამამ ასევე ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტულ ქმედებების დასრულებაზეც გაამახვილეს ყურადღება. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ასევე თურქეთის პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუსაც ესაუბრა და არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა. ობამა და დავუთოღლუ საუბრისას ტერორგანიზაცია DEAŞ-ის, შერიგების პროცესის და ანტალიაში ჩასატარებელი G 20-ს სამიტის საკითხებსაც შეხნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები