თურქეთი მზადაა დაეხმაროს 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით და

თურქეთი მზადაა დაეხმაროს 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით დაზარალებულ ავღანეთს

359594
თურქეთი მზადაა დაეხმაროს 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით და

თურქეთი მზადაა დაეხმაროს 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით დაზარალებულ ავღანეთს.

თურქეთის ელჩმა ქაბულში ალი საით აქინმა საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსის ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ავღანეთის მთავრობას სთხოვეს შეატყობინონ რა სახის დახმარება ესაჭიროებათ და თურქეთი მზად არის მათ დაეხმაროს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფერიდუნ სინირლიოღლუ კი ავღანელ კოლეგას დაუკავშირდა და დახმარებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. მისივე თქმით, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა სამმართველომ და თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ საჭირო სამზადისი უკვე დაიწყეს.

აქინის განცხადებით, მიწისძვრის დროს ავღანეთში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები არ დაშავებულან.

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები კიდევ უფრო მძიმდება. ავღანეთის პრეზიდენტის სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 538 ადამიანი.

აქვე ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით 9 პროვინციაში 7 ათასზე მეტი სახლი, 12 სკოლა 17 მეჩეთი და 20 სახელმწიფო დაწესებულების შენობა დაინგრა.

უფლებამოსილთა განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანასთან ერთად, სავარაუდოდ, გაიზრდება გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები