ანკარაში ანტიტერორისტული აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებმა ყოველგვარი ტერორისტული ქმედებები დაგმეს

351382
ანკარაში ანტიტერორისტული აქცია გაიმართა

გუშინ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ბოლო დროს ქვეყანაში გახშირებული ტერორისტული ქმედებების დასაგმობი აქცია გაიმართა სახელწოდებით ”ტერორიზმს არა, ძმობას დიახ”. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა და მასში ასი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა უზარმაზარი თურქული დროშით სიჰჰიეს მოედნიდან ულუსის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. აქციაზე არანაირი პოლიტიკური პარტიების დროშები არ იყო გამოყენებული. აქციის მონაწილეები ”ტერორიზმს არა, ძმობას დიახ” და მსგავს სლოგანებს გაიძახოდნენ, რითაც კიდევ ერთხელ დაგმეს ყოველგვარი ტერორისტული ქმედებები და თურქების და ქურთების ძმობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები