ერდოღანი-საუდის არაბეთის მეფე

ერდოღანს გუშინ, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულაზიზ ალ სუუდისთან.

388477
ერდოღანი-საუდის არაბეთის მეფე

იერუსალიმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს გუშინ, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულაზიზ ალ სუუდისთან.
განხილულ იქნა ისრაელელი სამხედროების მხრიდან ჰარეფი შერიფის დარღვევები და ერდოღანმა შემაშფოთებელი უწოდა მას. საჭიროდ მიიჩნია ასეთ უკანონო ქმედებებში ისლამური სამყაროს ჩათვლით, საერთაშორისო თანამეგობრობის და მთელი მსოფლიოს ჩარევა.
აღნიშნა, რომ საკითხისადმი უფრო გავლენიანი მიდგომა უნდა გამოთქვას ისლამურმა სამყარომ. არ მისცემენ ნებას შებღალულ იქნეს მუსლიმანური უმანკოება.
ერდოღანის მოსაზრებას მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის მეფემაც. დაამატა, რომ საკითხის გაეროს დღის წესრიგში ჩასაყენებლად დაიწყეს საჭირო სამუშაოები.
როგორც გახსოვთ, ებრაელების წლისთავად აღიარებულ „როშ აშანა“-ს არდადეგების გამო, 50 ებრაელი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, შევიდა მესჯიდი აქსაში. ისრაელის უშიშროების ძალები ცრემლმდენი გაზით და რეზინის ტყვიებით ჩაერივნენ პალესტინელების აქციაში, რომლებიც აპროტესტებდნენ კვირას დევნილების აქსაში შესვლას. პოლიციის ჩარევის დროს დაშავდა მრავალი ადამიანი. კვირის აქეთ გრძელდება დაძაბულობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები