დღეს 16 წელი შესრულდა მარმარას მიწისძვრიდან

მიწისძვრის შედეგად 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

330625
დღეს 16 წელი შესრულდა მარმარას მიწისძვრიდან

1999 წლის 17 აგვისტოს თურქეთში მარმარას რეგიონში მომხდარი მიწისძვრის დროს 17 ათასამდე დაღუპულის სამგლოვიარო ცერემონიალზე კიდევ ერთხელ მოიხსენიეს მათი სულები. მიწისძვრის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის გოლჯუქის რაიონში ქავაქლის სანაპიროზე მდებარე მიწისძვრის მემორიალის წინ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა. 16 წლის წინ მიწისძვრა 03:02 საათზე მოხდა და სწორედ ამ დროს მემორიალთან წუთიერი დუმილით დაიწყო გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი ღონისძიება, რის შემდეგაც ზღვაში სიმბოლურად ვარდები დაყარეს. 17 აგვისტოს მიწისძვრის შედეგად დაღუპულები იალოვასა და საქარიაშიც იქნენ მოხსენიებულნი. 1999 წლის 17 აგვისტოს თურქეთში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 17 ათას 480 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები