გერმანიას თურქეთიდან "პატრიოტები" გაჰყავს
“სირიიდან ბალისტიკური რაკეტების გასროლის საშიშროება აღარ არსებობს“
328893
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს ქვეყანა თურქეთის სირიასთან მოსაზღვრე ქალაქ კაჰრამანმარაშის მიდამოებში განლაგებულ “პატრიოტის“ ანტისარაკეტო სისტემას და მის მომსახურე 250 პერსონალს მომავალი წლის დასაწყისში თურქეთიდან გაიყვანენ.
“სირიიდან თურქეთის ტერიტორიებზე ბალისტიკური რაკეტების გასროლის საშიშროება აღარ არსებობს და ამიტომ გერმანული ანტისარაკეტო სისტემისა და მის მომსახურე 250 სამხედრო პერსონალის მოვალეობა 2016 წლის 31 იანვარს დასრულდება“, ხაზგასმულია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს ანტისარაკეტო სისტემა გერმანელებმა ნატოს თავდაცვის ფარგლებში 2013 წლის გაზაფხულზე შემოიტანეს თურქეთში და მიზნად ისახავდა სირიიდან შესაძლო თავდასხმების აცილებას