ქურთი ტერორისტები ძალოვანებს დაესხნენ თავს

დაიღუპა 2 ჯარისკაცი და 1 პოლიციელი

311245
ქურთი ტერორისტები ძალოვანებს დაესხნენ თავს


თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე აღრის ოლქის დოღუბეაზიდის რაიონის პოლიციის განყოფილების წინ პკკ-ას ტერორისტებმა ბომბით დატვირთული ტრაქტორი ააფეთქეს, რის შედეგადაც 2 ჯარისკაცი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო 24 კი დაიჭრა. აფეთქება დილის 03:00 საათზე, 2 ტონა ასაფეთქებლით სავსე ტრაქტორით მოხდა.

მეორე აფეთქება მარდინის ოლქის მიდიათის რაიონში მოხდა. აქ ქერქუქ-იუმურთალიკის ნავთობსადენის მოპატრულე პოლიციელების ავტომანქანა ტერორისტების მხრიდან გზაზე ჩადებულ ნაღმზე აფეთქდა და აქ 1 პოლიციელი დაიღუპა, 4 დაიჭრა.

ხსენებული ოლქების გუბერნატორების ცნობით ტერორისტების დასაკავებლად ორივე რაიონში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები