დავუთოღლი კოალიციასთან შეხვედრები

პრემიერ მინისტრის აჰმედ დავუთოღლის განცხადებით, კოალიციასთან სამუშაოებს დაიწყებს ორშაბათიდან.

378431
დავუთოღლი კოალიციასთან შეხვედრები



პრემიერ მინისტრის აჰმედ დავუთოღლის განცხადებით, რომელსაც პრეზიდენტმა რ.თ ერდოღანმა დაავალა 63-ე მთავრობის შექმნა, სამუშაოებს დაიწყებს ორშაბათიდან.
ბოსნია ჰერცოგოვინაში ვიზიტის წინ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს დაიწყებს შუა კვირაში. პირველ შეხვედრას გამართავს ორშაბათს, 14 საათზე, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლისთან.
დავუთოღლიმ განაცხადა, რომ შეხვდება რესპუბლიკურ სახალხო პარტიასთან, ეროვნული მოძრაობის პარტიასთან და ხალხთა დემოკრატიულ პარტიასთან, მაგრამ ინტენსიური შეხვედრა ექნება CHP-სთან და MHP-სთან. შეეცდება შედეგის მიღწევას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები