ერდოღანმა 7 ივნისის არჩევნები შეაფასა

იგი მზადაა ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მხარდასაჭერად

301832
ერდოღანმა 7 ივნისის არჩევნები შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა რომ ახალი მთავრობა რაც შეიძლება დროზე უნდა ჩამოყალიბდეს. ერდოღანი ანკარაში კურსდამთავრებულ უცხოელ სტუდენტთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო რა, 7 ივნისს თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნებიც შეაფასა. მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ნებისმიერი შედეგის ამღებმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიუკერძოებლად უნდა იფიქრონ და ასევე ყოველგვარი პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ საკუთარ თავზე. მისივე თქმით არჩევნების შედეგებს ყველამ პატივი უნდა სცეს და იგი როგორც პრეზიდენტი შეუწყობს ხელს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები