დავუთოღლი მოხსენება

აღორძინება განვითარების პარტიამ კიდევ ერთი ეპოპეა ჩაწერა ისტორიაში.

296086
დავუთოღლი მოხსენება

პრემიერმა აჰმედ დავუთოღლიმ აღორძინება განვითარების პარტიის გენერალური ცენტრის მოხსენებაში შეფასება მისცა არჩევნების შედეგებს და შემდეგი სახით დაიწყო თავისი მოხსენება:-აღორძინება განვითარების პარტიამ კიდევ ერთი ეპოპეა ჩაწერა ისტორიაში. იგი არის ამ არჩევნებში პირველი და გამარჯვებული. არავინ არ უნდა შეეცადოს დამარცხებული არჩევნებიდან თავის გამარჯვებულად გამოცხადება. ყველამ მოახდინოს თავის ანგარიშსწორება. ერის არჩევანი არის საბოლოო გადაწყვეტილება და ყველას ვალია პატივისცემით მიუდგეს მას. ამისათვის მათი პარტია ყველა ღონეს მოიხმარს.
აღნიშნა, რომ ერთმანეთს დაუკავშირებენ სამშობლოს აღმოსავლეთს და დასავლეთს. არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი პარტია წარმოადგენს თურქეთის ხერხემალს. ხალხმა უნდა იცხოვროს მშვიდად. ნდობით უნდა განეწყოს მომავლისადმი იმიტომ, რომ აღორძინება განვითარების პარტია ისევ მათ სამსახურშია და გააგრძელებს თავის მუშაობას.
არაფრით დაუშვებენ ზარალი მიეყენოს მშვიდობას და სტაბილურობას.
ასევე მოწოდებით მიმართა პარტიებს მთლად ახალ ისეთ კონსტიტუციაზე გადასვლისკენ, რომელიც ახალგაზრდების მომამზადებელი იქნება თავისუფალი, ადამიანის ღირსებას დაფუძნებული მომავლისთვის და დამოუკიდებლობისთვის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები