დღეს თურქეთში საპარლამენტო არჩევნებია

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება

294464
დღეს თურქეთში საპარლამენტო არჩევნებია


დღეს თურქეთში საპარლამენტო არჩევნებია და თურქეთის მასშტაბით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში შესასვლელად 20 პოლიტიკური პარტია და 165 დამოუკიდებელი კანდიდატი.

53 მილიონ 765.231 ამომრჩეველი დაადგენს 25-ე მოწვევის პარლამენტის წევრების ვინაობას.

ხმის მიცემის პროცედურა ქვეყნის მასშტაბით დაიწყო დილის 08.00-იდან და გაგრძელდება საღამოს 17.00-დე. აქედან გამომდინარე ტელე-რადიოებით და ყველანაირი სამაუწყებლო ორგანოებით თუ სხვა მასმედიის საშუალებით თურქეთის დროით 18.00-დე არ მოხდება არჩევნებთან და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციების, ვარაუდების და კომენტარების გავრცელებას რა,18.00-21.00 საათებს შორის მხოლოდ უმაღლესის საარჩევნო კომისია (YSK) მოახდენს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის და შეტყობინების გავრცელებას.

ყველა მაუწყებლობა თავისუფალი იქნება 21.00 საათის შემდეგ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უმაღლესი საარჩევნო კომისიის მხრიდან შესაძლებელია მაუწყებლობისთვის თავისუფლების მიცემა 21 საათამდეც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები