დღეს 23 აპრილია

გალა კონცერტი ანტალიაში გაიმართება

246669
დღეს 23 აპრილია


დღეს 23 აპრილია, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღე და მას აღნიშნავენ თურქეთის ოთხივ კუთხეში, თურქეთის უცხოეთის წარმომადგენლობებში და ჩრდილოეთ კვიპროსში.

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით თურქეთში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები თურქ თანატოლებთან ერთად გალა კონცერტს გამართავენ ქალაქ ანტალიაში და იგი პირდაპირ იქნება ტრანსლირებული თრტ-ს ტელეარხებით.

ამ დღესთან დაკავშირებით საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია დილის ცხრა საათზე ეწვია ანითკაბირს, ე.ი. ათათურქის მავზოლეუმს და ყვავილების გვირგვინით შეამკეს იგი.

შუადღისას პარლამენტის შენობაში სპეციალური სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ერდოღანი და აქ სიტყვით გამოვლენ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო საღამოს კი აქვე ოფიციალური მიღება შესდგება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები