ერდოღანის განცხადება მძევლად აყვანილ პროკურორზე

იგი სამშობლოში დღეს საღამოს დაბრუნდება

220136
ერდოღანის განცხადება მძევლად აყვანილ პროკურორზე

ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში მყოფ პრეზიდენტ ერდოღანს პრეზიდენტის სასახლეში რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იუჰანემ ოფიციალური დახვედრა მოუწყო.
ორი ქვეყნის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა სტამბოლში მძევლად აყვანილი პროკურორის ოჯახის წევრების მიმართ სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო საუბარი და განაცხადა, რომ სტამბოლში დაბრუნდება თუ არა, პროკურორის ოჯახს მოინახულებს.

ერდოღანმა თავისი საუბარი ასე გააგძელა: ”დემოკრატია ასეთი თავდასხმებით დასათმობი სისტემა არ არის, ვისაც დემოკრატიის სჯერა, ასეთ შემთხვევებში ერთად უნდა დადგნენ.”

ერდოღანი გუშინ პროკურორზე განხორციელებული თავდასხმის გამო რუმინეთის პროგრამას შეამოკლებს და დღეს საღამოს საათებში თურქეთში დაბრუნდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები