TANAP-ს საძირკველი დღეს ჩაყარა

მისი სიგრძე 1850 კმ იქნება

267043
TANAP-ს საძირკველი დღეს ჩაყარა


დღეს თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ქარსში აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის თურქეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების პროექტის, TANAP-ის, ე.ი. ტრანსანატოლიური მაგისტრალის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა, გიორგი მარველაშვილმა და რ.ტ. ერდოღანმა და ასევე სამივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა.

ამ პროექტით კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზ 2-ის საბადოში მოპოვებულ აირს თურქეთში გადატუმბავენ, სადაც იგი სამხრეთ კავკასიის მაგისტრალს (SCP) და ტრანსადრიატიკულ მაგისტრალს (TAP) შეუერთებენ და ასე შეიქმნება სამხრეთი დერეფანი, რომლითაც აზერბაიჯანულ გაზს ევროკავშირის ქვეყნებს მიაწვდიან.

TANAP-ის მთლიანი სიგრძე 1850 კმ იქნება და მისი 19 კმ-იანი მონაკვეთი მარმარილოს ზღვის ქვეშ გაივლის რა, იგი 2018 წელს გადაეცემა ექსპლოატაციაში

სამივე პრეზიდენტმა ქალაქ ქარსში აზერბაიჯანის ექს პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სახელობის სკოლა ლიცეუმის გახსნის ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები