დავუთოღლუ დღეს მარდინში გაემგზავრება

პრემიერი დღეს ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტის აღსანიშნავად გასამართ ღონისძიებაზე დასასწრებად ქალაქ მარდინში გაემგზავრება

253192
დავუთოღლუ დღეს მარდინში გაემგზავრება

ნიუ-იორკში პროგრამის დასრულების შემდეგ პრემიერი აჰმედ დავუთოღლუ საღამოს საათებში ანკარაში დაბრუნდა.

პრემიერი დღეს ოჯახისა და სოციალურ პოლიტიკათა საკითხების მინისტრ აიშენურ ისლამთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტის აღსანიშნავად გასამართ ღონისძიებაზე დასასწრებად ქალაქ მარდინში გაემგზავრება.

პრემიერი დავუთოღლუ სიტყვით გამოვა პანელზე, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „თურქეთში ქალთა ცვლილებებისა და განვითარების საკითხი“.

დავუთოღლუ კონგრესის ფარგლებში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მარდინის ქალთა ორგანიზაციის მიერ გასამართ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერი მარდინში სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტის სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრებს.

ახალი სამოქმედო გეგმით სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები