ანკარაში სომხური პრეტენზიები განიხილეს

“სომხები აგრძელებენ უსაფუძვლო პრეტენზიებს“

229561
ანკარაში სომხური პრეტენზიები განიხილეს



ანკარაში მოქმედმა ბირლიქის სახელწოდების ფონდმა სიმპოზიუმი მოაწყო 1915 წლის სომხურ პრეტენზიებთან დაკავშირებით და რუსეთის იმ დროინდელი შეიარაღებული ძალების ტელეგრამებით და სხვა წერილობითი დოკუმენტური მასალებით კიდევ ერთხელ გააცამტვერეს სომხების უსაფუძვლო და უსამართლო პრეტენზიები.

სიტყვაში გამოსულებმა აღნიშნეს, რომ სომხები ადრეც იყენებდნენ რა დასავლეთის მათდამი კეთილგანწყობას, ერთ ვაი უშველებლ ხმაურს ტეხდნენ თუნდაც ერთ სომეხსაც რომ ცხვირი მოტყდომოდა, როცა ასობით და ათასობით მოკლულ თურქებზე ხმასაც კი არ იღებდნენ და სამწუხაროდ ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება.

“უცხოეთში მოქმედი სომხური დიასპორა და ლობი ყველანაირი მეთოდებით ახერხებენ დასავლეთის მოტყუებას და თავის მხარეზე გადაბირებას, სხვის რეალობას სიცრუედ ასაღებენ, თავიანთ სიცრუეს რეალობად და ასე უყრიან თვალში ნაცარს მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომლებთაც რატომღაც უმალ სჯერათ სომხების სიყალბისა და ისინიც ერთ ვაი უშველებელს სტეხენ. მაგრამ ცხადია რომ, სომხებს ეშინიათ, მათი სიცრუე 1915 წლის მოვლენებშიც გამოჩნდება და ამიტომ არ ეთანხმებიან ანკარის წინადადებას ე.წ. სომხური გენოციდის პრეტენზიის გამომკვლევი ერთობლივი კომისიის შექმნას“, აღნიშნა თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავჯდომარის მოადგილემ იასინ აქთაიმ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები