პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს

223496
პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას

ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის პრემიერი ნეჩირვან ბარზანი ანკარაშია და მას პრეზიდენტიერდოღანი პრეზიდენტის სასახლეში მიიღებს. 

ამის შემდეგ კი თურქეთის პრეზიდენტი ე. წ. „პრეზიდენტის სუფრის„ ფარგლებში მეცნიერებს შეხვდება.

შეხვედრის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო სისტემა იქნება და ამ შეკრებას ზოგიერთი ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელიც დაესწრება.

რ. თ. ერდოღანი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ბობ კორკერსაც მიიღებს.

პრეზიდენტი სახელმწიფოს დღის ფარგლებში ამასთანავე პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს შეხვდება.

ერდოღანი დღის ბოლოს შეხვედრას კოსოვოს ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაშიმ თაჩისთან გამართავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები