სირიის ოპოზიციონერების გაწვრთნა

აშშ-თურქეთს შორის შეთანხმებას მიღწეულია

221136
სირიის ოპოზიციონერების გაწვრთნა

სირიელი ოპოზიციონერების ”ასწავლე და აღჭურვე” პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილიჩმა განაცხადა, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის შეთანხმება მიღწეულია და მალე ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება.

”ალბათ მომავალ თვეში უნდა შესრულდეს შეთანხმებაზე ხელის მოწერა”, განაცხადა მან.

ბილიჩმა ასევე სომხეთის პრეზიდენტის მიერ თურქეთ-სომხეთ შორის ურთიერთობის დარეგულირების პროტოკოლის პარლამენტიდან გამოტანის ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა:”სომხეთის ასეთ გადაწყვეყილებას სამართლიანად არ მივიჩნევთ, ეს ქმედება მათ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

სომხეთი ამით 1915 წლის მოვლენების 100 წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის დადანაშაულების ერთგვარ მიზეზს ეძებს. თურქეთი როგორც ადრე, ახლაც მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის დარეგულირების პროტოკოლს”. განაცხადა მან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები