თურქეთმა მწვავედ დაგმო ტერ-ორგანიზაცია DAİŞ-ი

მომხდარმა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მოძმე ლიბიაში დიალოგის პროცესი და ეროვნული კონსესუსი.

219922
თურქეთმა მწვავედ დაგმო ტერ-ორგანიზაცია DAİŞ-ი

თურქეთმა მწვავედ დაგმო ტერ-ორგანიზაცია DAİŞ-ის ლიბიაში, ადრე გატაცებული 21 ეგვიპტელი მოქალაქის მკვლელობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განვითარებულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მოძმე ლიბიაში დიალოგის პროცესი და ეროვნული კონსესუსი.
სამშვიდობო, დემოკრატიული და სტაბილური ლიბიის დამცველმა ყველა ლიბიელმა, უნდა მოახდინოს დიალოგის პროცესისთვის კონკრეტული მხარდაჭერა, რათა შესაძლებელი გახდეს ეროვნული კონსესუსის დამყარება და სწრაფად მოხდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა. ყოველივე ეს იქნება ტერორიზმის აღმოფხვრისთვის ყველაზე კარგი პასუხი-გამოითქვა განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები