ანკარამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

მან მკაცრად დაგმო ყველანაირი ტერორიზმი

218629
ანკარამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა



გუშინ პაკისტანის ქალაქ პეშევარში პარასკევის ლოცვის დროს თვითმკვლელმა ტერატქი მოაწყო შიიტების კუთვნილ მეჩეთში, რის შედეგადაც 19 კაცი დაიღუპა, 50 დაიჭრა.

ამასთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჯერ ერთი მკაცრად დაგმო ეს ტერაქტი, ხოლო ამასთან ერთად სამძიმარი გამოუცხადა პაკისტანის ხელისუფლებას და ხალხს.

“ანკარა გმობს ყველანაირ ტერორიზმს და ვერავითარი კეთილი მიზანიც კი ვერ გაამართლებს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვას. თურქი ხალხის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები