აჰმედინეჯადის ინტერვიუ TRT-ს

მან მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება

215715
აჰმედინეჯადის ინტერვიუ TRT-ს

 8 წლიანი მმართველობით დასავლეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკით გამორჩეულმა ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აჰმედინეჯადმა TRT-სთან ინტერვიუში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.
 

მისი თქმით რეგიონის ორ ძლიერ ძალას წარმოადგენს ირანი და თურქეთი, რომლებმაც ერთობლივად უნდა იმოქმედონ. მან ასევე დასძინა, რომ უცხო ძალები ისლამურ სახელმწიფოებს და ხალხებს შორის უთანხმოების ჩამოგდებას ცდილობენ, ამიტომაც დიდი სიფრთხილე მართებთ, რათა არ წამოეგონ პროვოკაციულ ანკესზე.
 

აჰმედინეჯადმა ირანის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა რომ ”ეს ირანის ეროვნული საკითხია და ის პარტიებზე და მთავრობებზე მაღლა დგას, ირანმა ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ირანი ბირთვულ იარაღს მხოლოდ ბირთვული

ენერგიისთვის იყენებს და ამის წარმოების უფლება როგორც სხვა ქვეყნებს ასევე მასაც აქვს”.
აჰმედინეჯადმა დადებითად შეაფასა ასევე თურქეთის მხრიდან პალესტინელი ხალხისადმი გაწეული უანგარო მხარდაჭერა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები