ერდოღანი TRT-ში

პროგრამაში შეფასება მისცა თურქეთის საგარეო პოლიტიკას.

202768
ერდოღანი TRT-ში

პრეზიდენტის სასახლის კარი პირველად გაიხსნა TRT-ს ტელე არხისთვის. პრეზიდენტმა ერდოღანმა თრტ-ს კერძო პროგრამაში შეფასება მისცა თურქეთის საგარეო პოლიტიკას.
იგი შეეხო სომხურ იდეებს, გამოკვეთა სომხური დიასპორის კონფლიქტის ატმოსფეროში პროცესის წარმართვის სურვილი, აღნიშნა, რომ არ არიან ვალდებულები ვიღაცეების შეკვეთით მოახდინონ სომხური გენოციდის გაზიარება.
თუ გულწრფელები არიან გახსნან თავიანთი არქივები და იგი მიანდონ ისტორიკოსებს.
პრეზიდენტმა საბერძნეთის არჩევნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კი თქვა:-”სირიზა არის პარტია, რომელიც ჯერ არ არის ტესტირებული. თვითონ კი, არის ახალგაზრდა, დინამიური პიროვნება, რომელმაც მოედნებზე მიცემული მესიჯებით ხალხში წარმოქმნა მოსაზრება სცადონ იგი როგორია. ამიტომ მან ეს ნდობა უნდა გაამართლოს და კარგად გამოიყენოს.
თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობის შესახებ კი თქვა, რომ მთავარია სახელმწიფოების უწყვეტობის დაცვით მოხდეს ყველა ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ყოველთვის ყოფილა ორ სახელმწიფოს შორის კონტაქტები.
შეეხო თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, აღნიშნა, რომ ალიანსი აქამდე არასდროს ყოფილა გულწრფელი, იმედოვნებენ რომ ამის შემდეგ მაინც იმოქმედებენ როგორც საჭიროა, ქვესათაურების გახსნას და სათანადო მუშაობას კი მხოლოდ ორიოდე თვე დასჭირდება.
საფრანგეთში მომხდარ ჰებდოს თავდასხმის შესახებ კი აღნიშნა, რომ გამოგონილის შესახებ გამოგონილი პასუხის გაცემა არ სურს, თუმცა აინტერესებს, საიდუმლო სადაზვერვო სამსახურს რატომ გამოეპარა მეთვალყურეობა გაეწია 16 თვის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი თავდამსხმელებისთვის.
შეფასება მისცა რა პარიზში ტერორის დაგმობისადმი მიძღვნილ მსვლელობაში ნეთანიაჰუს მონაწილეობას, აღნიშნა, რომ მაშინ როცა არ ყოფილა ნეთანიაჰუ მიწვეული მისი იქ ყოფნაც გასაკვირია, რადგან იგი თვითონ არის ტერორიზმით დასაქმებული სახელმწიფო მეთაური.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები