ერდოღანი დღეს მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს

ასეთი რამ იშვიათობაა რესპუბლიკის ისტორიაში

189392
ერდოღანი დღეს მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს



მთელი თურქეთის ყურადღება დღეს პრეზიდენტ ერდოღანის ახალი რეზიდენციისაკენ იქნება მიპყრობილი, რადგან, მისი თავჯდომარეობით პირველად გაიმართება მინისტრთა საბჭოს სხდომა, რომელზედაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალ ასპექტზე გაამახვილებენ ყურაღებას, ხოლო ამის პარალელურად ამ ბოლო ხანებში ევროპაში მომძლავრებულ ისლამოფობიას და მის წინააღმდეგ ბრძოლასაც განიხილავენ.

ერდოღანი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოიწვევს მინისტრთა საბჭოს, თუმცა ასეთი რამ მაინც იშვიათობაა თურქული პოლიტიკისათვის.

ასე მაგალითად, თურქეთის რესპუბლიკის 92 წლიან ისტორიაში ასეთი შეკრებები 2-2 ჯერ მოიწვიეს მე-4 პრეზიდენტმა ჯემალ გურსელმა, მე-6 პრეზიდენტმა ფაჰრი ქორუთურქმა და მე-9 პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა, ოთხჯერ მოიწვია მე-7 პრეზიდენტმა ევრენ ქენანმა, ხოლო რვაჯერ კი მე-8 პრეზიდენტმა თურქგუთ ოზალმა.

ერდოღანის წინა პრეზიდენტებს აბდულლაჰ გიულს და ნეჯდეთ სეზერს ასეთი უფლებამოსილებით არ უსარგებლიათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები