ყოფილი ოთხი მინისტრი უმაღლეს სასამართლოში აღარ გასამართლდება

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ოთხი ყოფილი მინისტრის „უმაღლეს სასამართლოში არ გაგზავნის“ გადაწყვეტილება მიიღო

174972
ყოფილი ოთხი მინისტრი უმაღლეს სასამართლოში აღარ გასამართლდება

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ოთხი ყოფილი მინისტრის „უმაღლეს სასამართლოში არ გაგზავნის“ გადაწყვეტილება ხუთის წინააღმდეგ ცხრა ხმით მიიღო. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისია ზაფერ ჩაღლაიანის, ეგემენ ბაღიშის, ერდოღან ბაირაქტარისა და მუამერ გიულერის თაობაზე გავრცელებული ბრალდებების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა.

კომისიის წევრებმა ყოფილი მინისტრების შესახებ გადაწყვეტილებები ცალ-ცალკე მიიღეს.

კომისიის თავმჯდომარემ ჰაქქი ქოილუმ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მოტივაციებს პარლამენტს 9 იანვრამდე წარუდგენენ, მანამდე კი კომისია ანგარიშს მოამზადებს. ამის შემდეგ პარლამენტის გენერალურ სესიაზე კენჭისყრა გაიმართება.

საბოლოო გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრაზე პარლამენტის გენერალური სესიაზე იქნება მიღებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები