პრემიერის ბოლო სატელევიზიო მიმართვა ერისადმი

“თურქეთი წინსვლას გააგრძელებს“

167020
პრემიერის ბოლო სატელევიზიო მიმართვა ერისადმი



პრემიერმინისტრმა დავუთოღლუმ გუშინ წლის ბოლო სატელევიზიო მიმართვა გააკეთა ერისადმი და თქვა, რომ თურქეთი მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და სამართლის გზაზე.

“2013 წელში მრავალნი მუქ განცხადებებს ავრცელებდნენ თურქეთის მომავლისა და მისი დემოკრატიის შესახებ, მაგრამ, მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან ყველაფერი პირიქით მოხდა, ჩვენმა ქვეყანამ მძლავრი ნაბიჯები გადადგა რა დემოკრატიის გზაზე, ამ განვითარებას გავაგრძელებთ მომავალ წლებში, ხოლო იმ ძალებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენი წინსვლის შეჩერებას და ახალი თურქეთის შექმნის დაბრკოლებას, კვლავ მკაცრ პასუხს გავცემთ“, განაცხადა დავუთოღლუმ.

მანვე მკაცრად დაგმო სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისადმი მიმართული მცდელობები და ხაზი გაუსვა, რომ არავის უფლებას არ მისცემენ ქურთებსა და თურქებს შორის შუღლის ჩამოგდებას და არეულობის გამოწვევას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები