ერდოღანის ვიზიტი აფრიკის კონტინენტზე

პრეზიდენტი ერდოღანი მინისტრებისა და საქმოსნების დელეგაციასთან ერთად აფრიკის კონტინეტზე ჩავა

193945
ერდოღანის ვიზიტი აფრიკის კონტინენტზე

პრეზიდენტი ერდოღანი მინისტრებისა და საქმოსნების დელეგაციასთან ერთად ალჟირსა და ეკვატორულ გვინეაში ჩავა.

თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ხვალ ალჟირში შედგება, სადაც იგი ალჟირის პრეზიდენტ აბდულაზიზ ბუტეფლიკას და პრემიერ აბდულმალიქ სელლას შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები იქნება განხილული.

 რ. თ. ერდოღანი აფრიკის შემდეგ ეკვატორულ გვინეაში ჩავა. აქ იგი მონაწილეობას მიიღებს „თურქეთ-აფრიკის პარტნიორობის მეორე სამიტში“.

აფრიკის კავშირის კომისიასთან თანამშრომლობით გამართულ სამიტს მრავალი ქვეყნის პრეზიდენტი ან მთავრობის მეთაური დაესწრება. 

ვიზიტის დროს იგეგმება ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის თაოსნობით ერდოღანის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები