ვაშინგტონის სირიის პოლიტიკაში ცვლილებების თაობაზე ობამაში „ძლიერ

განაცხადა დავუთოღლუმ დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ

191810
ვაშინგტონის სირიის პოლიტიკაში ცვლილებების თაობაზე ობამაში „ძლიერ

დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის სირიის პოლიტიკაში ცვლილებების თაობაზე ობამაში „ძლიერი ნიშნები“ შეინიშნება.

ობამასთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის ინტეგრირებულ სტრატეგიაზე საუბრობდნენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაინაწილებენ პასუხისმგებლობას.
დავუთოღლუს განცხადებით, მათ თავისუფალი სირიის არმიისა და ზომიერი ოპოზიციონერული ძალების უმოკლეს დროში მძლავრად დახმარების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს და დაამატა, რომ ამჟამად ამერიკასთან სირიის მომავლის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ გააჩნიათ და მხოლოდ სინქრონიზაციის ხარვეზი არსებობს.

დავუთოღლუს განცხადებით, საჭიროა დიდმა ოცეულმა პოლიტიკური განსხვავებების გაუთვალისწინებლად მოახდინოს კრიზისებზე ყურადღების კონცენტრირება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები