29 ოქტომბერი, რესპუბლიკის შექმნის დღე

თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 91-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნება ქვეყნის ოთხივე კუთხეში

173412
29 ოქტომბერი, რესპუბლიკის შექმნის დღე

თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 91-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნება ქვეყნის ოთხივე კუთხეში.
სახელმწიფოს უფლებამოსილები ზეიმს დედაქალაქ ანკარაში აღნიშნავენ.
29 ოქტომბერი, რესპუბლიკის საზეიმო დღე, იწყება პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის, დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარის ჯემილ ჩიჩეკის, პრემიერის აჰმედ დავუთოღლის, გენ შტაბის უფროსის, არმიის გენერალის ნეჯდეთ ოზელის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ჯეჰეპეს თავჯდომარის ქემალ ქილიჩდაროღლის, მინისტრების და სხვა ჩინოსნების მონაწილეობით, დილის 8 საათზე ანითკაბირის მემორიალზე.
ცერემონიის შემდეგ, 10 საათზე, ბეშთეფეს ახლად გაშენებულ პრეზიდენტის რეზიდენციაში, პრეზიდენტი ერდოღანი მიიღებს მილოცვებს.
11.30 წუთზე ათათურქის კულტურის ცენტრში გაიმართება ოფიციალური აღლუმი.
კვლავ ბეშიქთაშის რეზიდენციაში, 19.00-ზე პრეზიდენტი ერდოღანი გამართავს რესეპციონს.
კარამანში მომხდარი კატასტროფის გამო, რომელსაც შეეწირა 18 მუშა, რესპუბლიკის შექმნის დღესთან დაკავშირებით ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები