თეოპოლიტიკიდან გეოპოლიტიკამდე : ISIS დასავლეთის ჩარევა და თურქეთ

თეოპოლიტიკიდან გეოპოლიტიკამდე : ISIS დასავლეთის ჩარევა და თურქეთი

164566
თეოპოლიტიკიდან გეოპოლიტიკამდე : ISIS დასავლეთის ჩარევა და თურქეთ

თეოპოლიტიკიდან გეოპოლიტიკამდე : ISIS დასავლეთის ჩარევა და თურქეთი

ისლამური სამყარო კვლავ ცხელი ომის წინაშე აღმოჩნდა. სირიასა და ერაყში მოულოდნელად გამოჩნდა ISIS-ი, რომელიც შემხვედრ ყველა სამხედრო ძალას ამარცხებს და სუნიტების ცენტრად აღიარებულ ერაყსა და სირიაში იმ ტერიტორიის გაკონტროლება შეუძლია, სადაც 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მის გამო აშშ კიდევ ერთხელ შევიდა რეგიონში. ამასთან ერთად ამერიკის პრეზიდენტმა, რომელმაც მთელი პოლიტიკური კარიერა პაციფიზმზე ააგო, ერაყში ომი ისევ დაიწყო. მამა ბუშის პერიოდში ერაყის (სპარსეთის ყურის) პირველი ომი (1991), უმცროსი ბუშის დროს ერაყის მეორე ომი (2003) და ახლა კი დემოკრატი პრეზიდენტის ობამას ერაყის მესამე ომი (2014) რა არის ამ განმეორებების მიზეზი? დასავლეთის ცივილიზაციური მისია, რეგიონის გეოპოლიტიკური მიმზიდველობა თუ თეოპოლიტიკური ანგარიში აქცევს ასი წელია ახლო აღმოსავლეთს კონფლიქტების ადგილად? რა როლს თამაშობს ამ პროცესში თურქეთი?

დასავლეთის მენტალიტეტი არ შეცვლილა.

დასავლური სამყარო კრიზისებისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური კუთხით დაკარგული ძველი ძალის მიუხედავად, თანამედროვე მეცნიერების, ტექნოლოგიური სიახლეების, კრიტიკულ სექტორებში წარმოების მოცულობისა და ინსტიტუციონალიზებულ მსოფლიო სისტემაში კონტროლის სფეროში უპირატესობას ინარჩუნებს. ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და თურქეთის მსგავსი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც სწრაფად იზრდება, ზემოთ ჩამოთვლით სფეროებში ჯერ-ჯერობით დასავლეთს ვერ უტოლდება. რუსეთი კი როგორც განვითარებადი ქვეყნა სიმდიდრეს უფრო ბუნებრივ აირსა და ნავთობს უმადლის. კოსმოსური ტექნოლოგიებისა და ბირთვული ძალის გარდა, რუსეთს მსოფლიოსთან მეტოქეობისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული წარმოება არ გააჩნია. ამის გამო, დასავლეთს საკუთარი თავი ერთადერთ და უპირატეს ცივილიზაციად მიაჩნია, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ ცივილიზებისა და გათანამედროვეობის საჭიროების ორიენტალისტური პარადიგმის გატარებას აგრძელებს.

განსაკუთრებით აშშ-ს ულტრა მემარჯვენე კუთხით თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ ისინი ჯერ კიდევ ვერ გამოსულან ცივი ომის მოგებით გამოწვეული თრობისაგან. 11 სექტემბერი მათ მიერ ხელსაყრელ შემთხვევად იქნა აღქმული. მათ მიერ ერაყსა და ავღანეთში წარმატების ვერ მიღწევის მიზეზი მათ ხელთ არსებული სამხედრო ძალის, ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური ძალის არასაკმარისად მტკიცედ გამოყენება მიიჩნევა. მაგალითად, ერაყისა და სირიის დღეს ISIS-ს ხელში თამაშის მიზეზად, დემოკრატი პრეზიდენტის ობამას მიერ ერაყიდან სამხედროების არასწორი ფორმით და ადრე გაყვანა მიიჩნევა. ამის გამო ძალა დაკარგული იმპერიის წარმომადგენლები აღიარების მაგიერ თავის მიერ გამოგონილი გლობალური ჰეგემონობის მოწინააღმდეგე ძალებსა და იდეოლოგიებს ახალი სტრატეგიებით ებრძვიან.

ტერორგანიზაცია ISIS-ი ეს არის გეოპოლიტიკური სცენარის ერთი ნაწილი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ დღეს, ოსმალეთის უკანასკნელი პერიოდის მსგავსად, ცდილობს როგორც დაცემის, ისე უკან დაწევის პროცესის კარგად წარმართვისთვის სტრატეგიების შემუშავებას და ოპოზიციასთან შეჯიბრს. უხეშად რომ ვთქვათ, პირველის წარმომადგენელია ობამა, მეორისა კი რესპუბლიკელები და neo-con-ები. აი სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ობამა ვერ ახერხებს ომის წარმართვას და ძალის გამოყენებას. მიუხედავად ამისა, ამერიკის მხრიდან ISIS-ის წინააღმდეგ ნებაყოფლობითი კოალიციის შექმნა და საჰაერო თავდასხმისთვის ლიდერობა, მიმართულია ამერიკელი მემარჯვენე ოპოზიციის კრიტიკის აღმოსაფხვრელად, თითქოსდა ამერიკა სათანადოდ ვერ იყენებს თავის ძალას და ინტერესებს. ობამა, რომელიც ყოველთვის რისკზე წასვლის მაგივრად იყენებს რისკისგან თავის არიდების ტაქტიკას, ამჟამად მოერიდა უკრაინის გამო რუსეთის მსგავს ძლიერ ძალასთან დაპირისპირებას. და როგორც ვხედავთ, იგი დაუპირისპირდა ISIS-ის მსგავს ტერორგანიზაციასთან ბრძოლის არჩევანს, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი ქვეყნებიც კი, როგორებიც არიან რუსეთი, ირანი, სირიის რეჟიმი, ერიდებიან. მოტივი იგივე რჩება: ჩვენი საერთო კულტურა დავიცვათ ბარბაროსებისგან.
უწინ თუ აღმოსავლეთში ლაშქრობისას, იერუსალიმის გადარჩენის მოტივი იყო მიღებული, თუმცა მთავარი მიზანი იყო აღმოსავლური სიმდიდრეების გაკონტროლება არც ახლა შეცვლილა რიმე. მისი მთავარი მიზანია საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა.
თავიდანვე გეოპოლიტიკურ საკითხად ითვლება ISIS-იც. სამწუხაროდ, თუ ვის ემსახურება იგი, არასდროს გამხდარა საკამათო. არავინ არ დაინტერესებულა ამ საკითხით.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ ყველა სერიოზულ ორგანიზაციას საფუძვლად ისრაელი და პალესტინა უდევს, მაგრამ ამჟამად, რატომ ღაზის ომში არ წარმოადგინა მან თავის მიდგომა?
მაშინ, როცა მოსულის ოკუპაციის შემდეგ მას ევალებოდა სამხრეთით, ბაღდადისკენ წასვლა, იგი მოულოდნელად ჩრდილოეთით ქურთულ რეგიონს დაესხა თავს. ესადის რეჟიმს კი არა, იგი თავს ესხმის სირიის თავისუფალ არმიას (ÖSO) და ჩრდილოეთის დემოკრატიული კავშირის პარტიის (pyd) კონტროლში არსებულ რეგიონებს. რას ისახავს მიზნად, მხოლოდ ნავთობის რესურსების კონტროლს, თუ იმას, რომ რეგიონის ქვეყნები მოაქციოს აშშ-ზე დამოკიდებული? დიქტატორ ესადის მხრიდან ზოგჯერ ქიმიური იარაღის, ბომბების და ყველანაირი შესაძლებლობების გამოყენებით ჩადენილი გენოციდი განა არ არის ბარბაროსობა? თუ ასეა, საჭიროა ამ მოვლენების მიზეზების მთელი სიღრმით განხილვა. 

დასავლეთის ოინების ჩამშლელი თურქეთი

ანკარა თავიდანვე გონიერ სტრატეგიას აწარმოებს. ჯერ ერთი შიფრავს და მსოფლიო საზოგადოებას ინფორმაციებს აწვდის დასავლეთის თვალთმაქცური ოინების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, საპირისპირო ადეკვატური ნაბიჯებით და გონივრულად ჩაფიქრებული სტრატეგიებით ხელცარიელს სტოვებს დასავლეთ სამყაროს. ამის დასტურად გასული წლებიდან მაგალითების მოყვანაც საკმარისია. როგორც ცნობილია 1990-იანი წლები ზოგიერთებმა გეოპოლიტიკის მხრივ კულტურათა შორისო შეტაკების ეპოქად მონათლა, რასაც თურქეთმა პირიქით, კულტურათა შორისო დიალოგის პროექტი დაუპირისპირა. ხელისუფლებაში მოსულმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ თუნდ საერთაშორისო პლატფორმებზე და თუნდაც საგარეო პოლიტიკაში წინა პლანზე წამოაყენა ევროკავშირის კრიტერიუმები და მათი შესაბამისი რეფორმების განხორციელებით გააქარწყლა დასავლეთის ქვეყნების ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ანკარა ვერ შეასრულებდა ამ კრიტერიუმებს. დიახ, ანკარამ ბრიუსელის შესაბამისობის პროგრამის ზოგიერთი მუხლების განხორციელებით, რასაც, რა თქმა უნდა, არ ელოდნენ ევროპელები, კუთხეში მიიმწყვდია ისინი. ანკარამ ასეთივე პრინციპული მიდგომა გამოიჩინა არაბული გაზაფხულის დროსაც და სირიაში და ეგვიპტეში მომხდარი მოვლენების დროსაც. თურქეთი არაბულ ქვეყნებს გვერდში ამოუდგა სახალხო რევოლუციებში, რადგან ამით დემოკრატიული რეფორმები გატარდებოდა, სამაგიეროდ, ჯერ დიქტატორ ესადის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას შეუერთდა და დაეხმარა სირიის ოპოზიციას, ხოლო როცა ეგვიპტეში სახალხო და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული პრეზიდენტი მურსი ჩამოგდებულ იქნა არმიის მხრიდან, ერთადერთმა ანკარამ ამოიღო ხმა, დაგმო და გააპროტესტა როგორც ეგვიპტის სამხედრო გადატრიალება, ასევე ამ პროცესზე ხმის არ ამომღები და თვალის დამხუჭველი დასავლეთის პოზიციაც

დასავლეთის ახლანდელი სცენარი ასეთია. ისინი ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ კულტურათა შორისო შეტაკების სტრატეგია თვით მათაც ვნებს, თანაც მწარე გაკვეთილი იწვნიეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდანაც და ამიტომაც შეცვალეს ეს სცენარი რა, თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის მიზნით შეიმუშავეს ახალი სტრატეგია, რომელსაც დაარქვეს: “თვით კულტურათა შიგნით შეტაკებები და ქაოსზე დამყარებული სტრატეგია“. აქ, რა თქმა უნდა, მხედველობაში აქვთ ისლამური სამყაროს შიგა კონფლიქტები, რომლის გაღვივებაშიც აქტიურ როლს თვით დასავლეთი თამაშობს და ერთმანეთს ახოცვინებს რა მუსლიმებს, შემდეგ თავიანთ წინადადებებს სთავაზობენ და ვითომ არიგებენ, ასე იმორჩილებენ მათ. მოკლედ, ამ ბოლო წლების სცენარს დასავლეთი მართავს პრინციპით, მუსლიმი მუსლიმის წინააღმდეგ და ქაოსის გამოწვევა ხდება კონფესიების დაპირისპირებით, ამ შემთხვევაში შიიტების და სუნიტების ერთმანეთზე წაქეზებით და კიდევ სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების პროვოკაციებით. ისლამურ სამყაროში აი ასეთი სისხლიანი სცენარის გათვალისწინებით მაგალითად ამერიკამ ჯერ რადიკალისტური ISIS-ს შექმნას და მის გაძლიერებას შეუწყო ხელი, ახლა კი მის წინააღმდეგ კოალიციას ქმნის. მოკლედ, რამდენადაც მეტი მუსლიმის სისხლი დაიღვრება, იმდენად წარმატებულად ჩაითვლება ამერიკის სტრატეგია, რომლის ინტერესებშიც შედის ასევე თურქეთის ჩათრევა ამ ქაოსში, მაგრამ ყოველთვის ხელმოცარული რჩება, რადგან ანკარას დასავლეთის საპირისპიროდ შორს გამიზნული სტრატეგია აქვს გამომუშავებული და მის ფარგლებში არ ერევა არც შიიტ-სუნიტთა კონფლიქტში და პირიქით, მის მოგვარებას ცდილობს, ხოლო მეორეს მხრივ, სირიის პროვოკაციებზეც არ პასუხობს, რომელიც დასავლეთის წაქეზებით ცდილობს თურქეთის ომში ჩაბმას ან სულაც თურქეთის შიგნით ომის პროვოცირებას, რაშიც სირიას დასავლეთიც უდგას მხარში, მაგრამ ანკარა დინჯი და შორს გამიზნული პოლიტიკითა და სტრატეგიით ყველას ხელმოცარულს სტოვებს. დიახ, დასავლეთის და ესადის ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ თურქეთის არმია არ შედის სირიაში, პირიქით, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების მერე კარი გაუღო და შეიფარა 1,5 მილიონი სირიელი ლტოლვილი რა, ჰუმანიზმის უდიდესი მაგალითი გამოიჩინა, როცა დასავლეთი არც ლტოლვილებს იღებს და ჰუმანიტარულ დახმარებას კი მათ მიზერულად უჩენს, როცა ანკარამ უკვე ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი თანხა დახარჯა სირიელი ლტოლვილებისათვის. მოკლედ, დასავლეთი კიდევ ერთხელ შეცდა, რადგან მისი მხრიდან შექმნილი ISIS-ი რეგიონალურიდან და შიგა ისლამური კონფლიქტიდან უკვე გლობალურ საფრთხედ გადაიქცა და ახლა თვით დასავლეთსაც ემუქრება, რის გამოც ამ უკანასკნელმა სტრატეგია შეიცვალა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე კოალიციას ჰქმნის. ეს კოალიცია კი წარმოუდგენელია თურქეთის გარეშე, რომელიც რადიკალისტების მოქმედების არეალის, ე.ი. ერაყის და სირიის მეზობელს წარმოადგენს და ამიტომ ყველაზე მეტის გაკეთება ამ კოალიციაში ისევ და ისევ თურქეთს შეუძლია. თუმცა, ანკარის აზრით, რეგიონს მარტო რადიკალისტები არ უქმნიან საფრთხეს, ქაოსი და კონფლიქტი სირიაში გრძელდება ესადის რეჟიმის გამო და ამიტომ ეს ბრძოლა სწორედ ესადის რეჟიმის წინააღმდეგაც უნდა იყოს მიმართული, რადგან სწორედ ასეთი რეჟიმები ჰქმნიან ISIS-თანა რადიკალისტურ დაჯგუფებებს, რომლებიც ვერა და ვერ ძღებიან თანამოძმეთა სისხლით.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები