ერდოღანი გაერთიანებულ სამეფოში ნატოს სამიტზე დასასწრებად გაემგზა

აზერბაიჯანის შემდეგ ერდოღანი გაერთიანებულ სამეფოში ნატოს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა

113275
ერდოღანი გაერთიანებულ სამეფოში ნატოს სამიტზე დასასწრებად გაემგზა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი მეორე უცხოური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა და მათ რეგიონალური და ენერგო საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანის შემდეგ კი ერდოღანი გაერთიანებულ სამეფოში ნატოს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა. სამიტის პირველ დღეს იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, უკრაინისსახელმწიფოს მეთაურს პეტრო პოროშენკოს, ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს, საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ესპანეთის პრემიერმინისტრს მარიანო რაიო ბრეისა და უელსის პრინცს ჩარლზს. 

ნატოს სამიტზე დასასწრებად ინგლისში ჩასულ პრეზიდენტთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი და საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

პრეზიდენტი ნატოს სამიტის დასაწყებად ბრიფინგს გამართავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები