პრემიერის მოვალეობა დავუთოღლუს გადაეცა

მან ახალი მთავრობა წარადგინა

107543
პრემიერის მოვალეობა დავუთოღლუს გადაეცა



გუშინდელი ინაუგურაციის შემდეგ თურქეთის ახალმა პრეზიდენტმა ერდოღანმა მისი მხრიდან გამონთავისუფლებული პრემიერმინისტრის სავარძელი გადააბარა პრემიერის მოვალეობის შესრულებელ საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს და ახალი მთავრობის შექმნაც მას დაავალა.

ასე რომ, დღეს დავუთოღლუმ ახალი მთავრობის სია ჯერ ერდოღანს წარუდგინა, შემდეგ კი პარლამენტს, რომელზედაც საბოლოო კენჭისყრა ექვს სექტემბერს გაიმართება.

ახალ მთავრობაში ვიცე-პრემიერები გახდნენ ნუმან კურთულუში და იალჩინ აქდოღანი, ვოლქან ბოზქირი ევროკავშირის მინისტრი, ხოლო ნურეტტინ ჯანიქლი საბაჟოების და ვაჭრობის მინისტრი გახდნენ.

ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ერგო მევლუტ ჩავუშოღლუს, რომელიც აქამდე ევროკავშირის მინისტრი იყო.

ახალ მთავრობაში არ შევიდნენ ბეშირ ათალაი, ჰაიათი იაზიჯი და ემრულლაჰ იშლერი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები