61-ე მთავრობის ბოლო მინისტრთა საბჭო ბოლოჯერ დღეს შეიკრიბება

102214
61-ე მთავრობის ბოლო მინისტრთა საბჭო ბოლოჯერ დღეს შეიკრიბება

61-ე მთავრობის ბოლო მინისტრთა საბჭო პრემიერმინისტრ რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით ბოლოჯერ დღეს შეიკრიბება.

შეხვედრაზე, რომელიც პრემიერმინისტრის ცენტრალურ შენობაში გაიმართება, საშინაო და საგარეო საკითხებთან ერთად ახალი მთავრობის შექმნისათვის მიმდინარე სამუშაოებსაც განიხილავენ.

პრემიერი ერდოღანი, რომელიც პრემიერის მოვალეობის შესრულებას 28 აგვისტოს შეწყვეტს, ბოლოჯერ უწევს თავმჯდომარეობას მინისტრთა საბჭოს.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დასახელებული აჰმედ დავუთოღლუ მინისტრთა საბჭოს ბოლოჯერ დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.

თურქეთის რიგით 26-ე პრემიერობისათვის მზადების პროცესში მყოფი დავუთოღლუს ხელმძღვანელობით რიგით 62-ე მთავრობის ჩამოყალიბების სამუშაოები შეკრების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავრი თემა იქნება. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები