ერდოღანის კანდიდატურას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა

უცხოეთში ეს ინფორმაცია პირველი ნომრით გავიდა

114499
ერდოღანის კანდიდატურას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა



თურქეთის მმართველი აღორძინებისა და სამართლიანობის პარტიის მხრიდან პრემიერმინისტრის რ.თ. ერდოღანის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასებები მოჰყვა მსოფლიო მასმედიაში და ყველგან პირველ ინფორმაციად გავიდა.


Reuters-ის მიხედვით პრემიერ ერდოღანის კანდიდატურა უფრო ძლიერი საპრეზიდენტო როლისათვის წარადგინეს


AFP-ს მიმომხილველის აზრით ერდოღანი სამი ვადით გახდა პრემიერი და ახლა კიდევ ორი ვადით იპრეზიდენტებს რა, ამით ათათურქის შემდეგ ყველაზე გრძელვადიანი ლიდერი გახდება თურქეთში


გერმანული ჟურნალი “Der Spiegel“-ი ირწმუნება, რომ ერდოღანი ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება თურქეთის პოლიტიკის მწვერვალზე, რადგან იგი საანკეტო გამოკითხვებით კვლავ პირველ ადგილზეა და უკვე წლებია რაც არავის უთმობს ამ ლიდერობას


ინგლისური “BBC“ აშუქებს რა ერდოღანის ლიდერობით 2002 წლის აქეთ ჩატარებულ არჩევნებს, ხაზს უსვამს, რომ მისი ხელმძღვანელობით მმართველმა პარტიამ 6-ჯერ მოიგო, რაც რეკორდს წარმოადგენს ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში


არაბული ტელეარხ “El Cezire“-ს თქმით კი მართალია თურქეთში პრეზიდენტის სავარძელი უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მაგრამ, იმის გამო, რომ ერდოღანს ხალხი ირჩევს და არა პარლამენტი, ამიტომაც უფრო მეტ უფლებამოსილებებს ჩაიგდებს ხელში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები